საერთაშორისო კონფერენცია Migration Dynamics and New Trends in European (In)Security | კვლევითი ნაშრომების მიღება

21 სექტემბერი 2021

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტის (BBU)  ორგანიზებითა და ერასმუს+ მხარდაჭრით, ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე Migration Dynamics and New Trends in European (In)Security.

 

კვლევითი ნაშრომის წარდგენა შეუძლია, როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე  სტუდენტებს (რომელთაც ხელმძღვანელობას გაუწევს პროფესორი) მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე:

  • დაზვერვა და მართვა მდგრადი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის
  • საერთაშორისო მიგრაცია და უსაფრთხოება
  • მოქალაქეობა, იდენტობა და სოციალური გამოწვევები

 

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ, zoom პლატფორმის საშუალებით.

 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  ინგლისურენოვანი აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვის მოცულობის)  და სარეგისტრაციო ფორმა უნდა გააგზავნონ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე ელ. ფოსტაზე  MigrationConference2019@gmail.com

 

სრული ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი.  ის უნდა იყოს ინგლისურ ენაზე შესრულებული, 6500 დან 8000 სიტყვამდე (წყაროებისა და დანართების ჩათვლით).

ნაშრომის გაფორმების მოთხოვნებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები: დანართი 1დანართი 2დანართი 3

 

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო პირი - Lect. Claudia Anamaria Iov, PhD. claudia.iov@ubbcluj.ro

მონაწილეობის შემთხვევაში გთხოვთ გვაცნობოთ.

 

გისურვებთ წარმატებებს!