საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 აკადემიური წლისთვის

13 მაისი 2019

გაცნობებთ, რომ საფრანგეთის უნივერსიტეტი პარიზი-საკლეი (Universite Paris-Saclay) აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას მაგისტრატურის საფეხურზე, 2019-2020 აკადემიური წლისთვის.

 

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ინგლისურ, ისე ნაწილობრივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.

 

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 45 მიმართულებას, რომელიც დაყოფილია 8 სკოლის მიმართულებით, ესენია:

 

  • ბიომრავალფეროვნება, სოფლისმეოურნეობა და კვების მრეწველობა, საზოგადოება და გარემო (Biodiversity, Agriculture and Food, Society and the Environment);
  • ბიოლოგია, მედიცინა და ფრამაცია (Biology, Medicine and Pharmacy);
  • ინჟინერია, საინფორმაციო თექნოლოგიები (Engineering, Information Science and Technology);
  • ფუნდამეტური მეცნიერებები (Basic Sciences);
  • სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები (Law and political Science);
  • ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და მართვა (Economics, Social Sciences and Management);
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები (Humanities);
  • სპორტის მეცნიერებები (Sports Sciences and Human Movement).

 

სასწავლო სტიპენდიის ოდენობა  10 000 ევროს შეადგენს (დამატებით ტრანსპორტის ხარჯები). სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის  დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელს ჩაირიცხება კანდიდატი.

 

ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც  გამგზავრებამდე, აგრეთვე სწავლის პერიოდის განმავლობაში.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 მაისი, 2019

 

დამატებითი ინფრომაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

 

გისურვებთ წარმატებას.