გაცნობებთ, რომ ნორმანდიის მართვის სკოლა, საფრანგეთი, (EM Normandie Business School, France) გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსები ლე ჰავრში, პარიზში, ან თითო კურსი ორივე ქალაქში.
კურსი ლე-ჰავრში - 6 კრედიტი - 1-14 ივლისი, 2022 (უნდა აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი):
- Doing business in a changing world
- International trade and transportation
- Marketing analytics
- Strategic management
- Technology and innovation management
კურსის საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - €650, ხოლო შემდგომ € 800.
რეგისტრაციის საფასური: €150.
კურსი პარიზში - 6 კრედიტი - 15-28 ივლისი, 2022 (უნდა აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი):
- Business and economics of climate change
- Digital workplace and managing virtual teams
- Entertainment marketing
- Project management in a digital era
- Working in multicultural teams and environments
კურსის საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - €650, ხოლო შემდგომ € 800.
რეგისტრაციის საფასური: €150.
დაინტერესებულ პირებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ თითო კურსი ორივე ქალაქში:
2 კურსი (1 ლე ჰავრში - 1 პარიზში) – 12 კრედიტი - 1-28 ივლისი, 2022
კურსების საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - € 1,025, ხოლო შემდეგ - € 1,175.
ორ კურსზე რეგისტრაციის საფასური: €275.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ნიშნების ფურცელი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 (CEFR),TOEFL IBT 72, IELTS 5.0, TOEIC 750).
დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მაისი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!