სასტიპენდიო პროგრამა “STIPENDIUM HUNGARICUM”

18 ნოემბერი 2022

გაცნობებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კურსი “STIPENDIUM HUNGARICUM” უნგრეთში სწავლის მსურველთათვის.

 

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის (სხვადასხვა აკადემიური საფეხურიდან) დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.  

 

განაცხადები მიიღება ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდისა და სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდებზე-2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე). 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!