სასტიპენდიო პროგრამები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

17 თებერვალი 2023

გაცნობებთ, რომ კოიმბრის ჯგუფი აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.

 

მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა კოიმბრას ჯგუფის უნივერსიტეტებში მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში ჩაატარონ კვლევები და დაამყარონ აკადემიური და სამეცნიერო კონტაქტები.

 

2023 წლის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეებს უმასპინძლებენ შემდეგი უნივერსიტეტები:

 

  • University of Barcelona (Spain)
  • University of Granada (Spain)
  • University of Graz (Austria)
  • Heidelberg University (Germany)
  • Alexandru Ioan Cuza University of Iasi (Romania)
  • Jagiellonian University in Krakow (Poland)
  • KU Leuven (Belgium)
  • University of Padova (Italy)
  • University of Poitiers (France)
  • University of Salamanca (Spain)
  • University of Siena (Italy)

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • აპლიკანტი დაბადებული უნდა იყოს 1988 წლის 1 იანვარს, ან შემდეგ;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის ან ექვივალენტური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის სტატუსი;
  • აპლიკანტი უნდა იყოს დოქტორი ან ექვივალენტური სტატუსის მქონე. (ზოგიერთმა მასპინძელმა უნივერსიტეტმა შესაძლოა დაუშვას დოქტორანტების მიღება);
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მიღების წერილი შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტიდან. აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულოა. (გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი - Grants Information 2023 European Neighborhood);
  • აპლიკანტმა უნდა იხელმძღვანელოს კოიმბრას ჯგუფის ელექტრონული აპლიკაციის პროცესით;
  • აპლიკანტმა განაცხადი უნდა შეავსოს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტისთვის;
  • აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

 

განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა : 2023 წლის 7 აპრილი. (ბრიუსელის დროით)

 

კოიმბრის ჯგუფის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სპეციფიკური პირობების სანახავად იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კოიმბრას ჯგუფის ოფისს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@coimbra-group.eu

 

გისურვებთ წარმატებებს!