სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები სააპლიკაციო პლატფორმის მეშვეობით:
- დიპლომი;
- ნიშნების ფურცელი;
- დაბადების მოწმობა;
- ფოტოსურათი;
- პასპორტის ასლი;
- თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტისგან;
- 2 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
- CV და სამოტივაციო წერილი;
- პუბლიკაციების ჩამონათვალი;
- ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა.
აპლიკაციის ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. პროგრამით დაინტერესებულ პირებს, ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023-ის ჩათვლით. ენების კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
სამაგისტრო პროგრამების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს შემდეგ მისამართზე: helpdesk@studyabroad.sk
გისურვებთ წარმატებას!