მოკლევადიანი სასტიპენდიო პროგრამები 2023/2024-ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

26 აპრილი 2023

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences, Lithuania) აცხადებს მიღებას მოკლევადიან სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  • მოწვევის წერილი ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:tabatadze@viko.lt);
  • პირობითი შეთანხმება სამივე მხარის მიერ ხელმოწერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

თვიური ფინანსური ანაზღაურება:

 

  • ბაკალავრიატი/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 490€
  • დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 980€

 

განთავსებისა და ფრენის ხარჯებს აპლიკანტი ფარავს თავად.

რეგისტრაციის გასავლელად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 მაისი, 2023.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.tabatadze@viko.lt

 

გისურვებთ წარმატებას!