რუმინეთის მეწარმეობისა და ტურიზმის სამინისტრო (MAT) აცხადებს სტუდენტების განაცხადების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 აკადემიური წლის ფარგლებში.
მონაწილების მიღება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული მისამართზე: burse2023@dce.gov.ro უნდა გადააგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- სარეკომენდაციო წერილი;
- სააპლიკაციო ფორმა 1;
- სააპლიკაციო ფორმა 2;
- დიპლომი;
- ნიშნების ფურცელი;
- აპლიკანტის დეკლარაცია;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- პასპორტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამედიცინო მოწმობა;
- რეზიუმე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
ის დოკუმენტები რომლებიც გადათარგმნილი იქნება ინგლისურ ენაზე, უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 30 ივნისი
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: burse2023@dce.gov.ro