გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე კურსის სტუდენტებს, პირველკურსელ მაგისტრანტებს.
დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სლოვაკეთში მობილობის ხანგრძლივობა გახლავთ 1-2 სემესტრი, ხოლო სტიპენდიის ოდენობა მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის შეადგენს - 400 ევროს.
აპლიკანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. მგზავრობის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია თბილისსა და სლოვაკეთში მიმღებ უნივერსიტეტს შორის არსებულ მანძილზე და მდგომარეობს შემდეგში:
- მანძილი 350 კმ-მდე – 0 €;
- მანძილი 350 კმ-დან, მაქს. 2000 კმ-მდე – 250 €;
- მანძილი 2000 კმ-დან, მაქს. 7000 კმ-მდე – 500 €,
- 7000 კმ-ზე მეტი მანძილის შემთხვევაში – 1000 €.
მანძილის დადგენა რეკომენდირებულია შემდეგი ბმულის გამოყენებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით, უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- დეტალური სასწავლო პროგრამა;
- 2 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- დიპლომის ასლი (მხოლოდ მაგისტრანტებისთვის)
- სლოვაკეთის მიმღები უნივერსიტეტის მიერ გაცემული დასტურის წერილი, სადაც მითითებულია სლოვაკეთში აპლიკანტის ყოფნის პერიოდი.
ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადამდე 6 კვირით ადრე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი, 16:00 ცენტრალური ევროპის დროით.
პროგრამაში გამარჯვების შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ, რათა შესაბამის სკოლასთან კომუნიკაციის გზით, მოხდეს პროგრამული შესაბამისობის დადგენა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ადმინისტრატორს შემდეგ მისამართზე: nsp-foreign@saia.sk
გისურვებთ წარმატებას!