SPECA საზაფხულო სკოლა - ბიზნესის წარმოება ცენტრალურ აზიაში

28 მაისი 2024

ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის სკოლა, ყაზახეთი აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში - „ბიზნესის წარმოება ცენტრალურ აზიაში“  მონაწილეობისთვის. (1-6 ივლისი)

 

მონაწილეობის საფასური: 1500 აშშ დოლარი.


პროგრამის საფასური მოიცავს განთავსებას, საუზმეს, სასწავლ მასალას.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე 2024 წლის 1 ივნისის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!