კოჩის უნივერსიტეტი,სტამბული, თურქეთი (Koc University, Istanbul, Turkey) აცხადებს სამართლის სკოლის სტუდენტების მიღებას 3 დღიან (26-28 აპრილი, 2019) საერთაშორისო სტუდენტურ სიმპოზიუმზე მონაწილეობისათვის.
სიმპოზიუმის თემა: სამართალი და თანამედროვე გლობალური გამოწვევები
- ნაშრომები მიიღება შემდეგი მიმართულებით :
- ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა;
- სახელმწიფო მმართველობა და ინდივიდი;
- მიგრაცია, ეროვნება და მოქალაქეობა;
- გენდერული თანასწორობა;
- ბიომრავალფეროვნება და გარემო;
- საკუთრება და ინტელექტუალური საკუთრება;
- მონაცემები და კონფიდენციალურობა;
- სამართლის მომავალი;
მონაწილეობისათვის, გთხოვთ, აბსტრაქტი გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე kulawclub@ku.edu.tr. 21 მარტის ჩათვლით.
რეგისტრაციის საფასური: 15 EURO
საფასური მოიცავს:
- შიდა გადაადგილებას;
- კონფერენციისთვის საჭირო მატერიალებს;
- ყავის შესვენებებსა და ლანჩს;
პასუხს, შერჩეული ხართ თუ არა სიმპოზიუმზე მონაწილეობისათვის მიიღებთ არაუგვიანეს 25 მარტისა.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ კოჩის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს ან/და დაუკავშირდით კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kulawclub@ku.edu.tr