Summer Internship Programme, Lithuania

31 მარტი 2017

გაცნობებთ, რომ ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი, ლიტვა (Vytautas Magnus University) აცხადებს სტუდენტების მიღებას 5 კვირიან (10 ივლისი - 11 აგვისტო, 2017) სტაჟირების პროგრამაზე.

 

სტუდენტებს აქვთ საშუალება სტაჟირება გაიარონ შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ფინანსები და ეკონომიკა;
  • პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • მედიცინა და სოციალური საქმიანობები;
  • კომუნიკაცია და საჯარო მართველობა;
  • მარკეტინგი;
  • პიარი;
  • ტექნოლოგიები;
  • ინჟინერია;

 

პროგრამის ღირებულება შეადგენს 450 ევროს.

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება სტაჟირების პერიოდში დაბინავდნენ ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. 

 

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს, ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 მარტი, 2017.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Orinta.Movsesjan@vdu.lt

 

შენიშვნა: კრედიტების აღიარების საკითხი წინასწარ შეათანხმეთ სკოლასთან.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!