ცეტისის უნივერსიტეტი, მექსიკა (CETYS University, Mexico) გიწვევთ საზაფხულო კურსებზე მონაწილეობის მისაღებად, კურსები ჩატარდება 2023 წლის 17-28 ივლისს, ჰიბრიდულ რეჟიმში.
დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ 13 შემოთავაზებული კურსიდან აირჩიონ ერთ-ერთი. 10 კურსი ხელმისაწვდომია ადგილზე, მექსიკის ქალაქ ენსენადაში, ხოლო 3 კურსი ხელმისაწვდომია ონლაინ.
კურსები ადგილზე:
• Project Management;
• Innovation and New Product Development;
• Sustainability and Competitiveness;
• Business Intelligence;
• International Marketing;
• Strategic Management;
• International Trade: Focusing on the North American Region;
• Forensic Psychology;
• Negotiation Strategies & Conflict Resolution;
• Supply Chain Management
კურსები ონლაინ:
• Cross-cultural Management ;
• Sources of Renewable Energy;
• Sustainability and Competitiveness.
კურსის ღირებულება: $925
რეგისტრაციის საფასური: $100
საცხოვრებლის ხარჯები: $750
კულტურული ვიზიტები: $600
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, უნდა მიმართონ პროგრამის ორგანიზატორებს ელ-ფოსტის მეშვეობით და მოითხოვონ სარეგისტრაციო ბმულის გამოგზავნა. ორგანიზატორებს უნდა დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: international@cetys.mx
ადგილზე, ქალაქ ენსენადაში ხელმისაწვდომ კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გათავისუფლდებიან კურსის და რეგისტრაციის საფასურისგან.
საზაფხულო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ საინფორმაციო ბროშურა.
გისურვებთ წარმატებას!