კონკურსი ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის

25 თებერვალი 2022

მოგესალმებით,



გაცნობებთ, რომ LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ლიეტუვა (LCC International University, Lithuania), სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ლიეტუვის განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის.

 

კურსი ჩატარდება 23 ივლისიდან 21 აგვისტომდე, ქალაქ კლაიპედაში.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.

საცხოვრებელი ხარჯებისთვის სტიპენდია შეადგენს 630 ევროს, ხოლო პროგრამის ღირებულება სტიპენდიის ფარგლებში მთლიანად დაფინანსდება. დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ფიზიკური მობილობის შემთხვევაში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტიხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისამდე.

 

პროგრამისა და სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მოცემულ ბმულს, ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მოცემული ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cie@lcc.lt

 

გისურვებთ წარმატებას!