ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის საზაფხულო საგანმანათლებლო სესიები

26 თებერვალი 2022

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტი (University of California, Berkeley) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო საგანმანათლებლო სესიებზე, რომელიც გაიმართება შემდეგი თანმიმდევრობით:

 

  • A - პირველი ექვსკვირიანი სესია: 23 მაისი - 1 ივლისი;
  • B - ათკვირიანი სესია: 6 ივნისი -12 აგვისტო;
  • C - რვაკვირიანი სესია: 21 ივნისი - 12 აგვისტო;
  • D - ექვსკვირიანი სესია: 5 ივლისი -12 აგვისტო;
  • E - სამკვირიანი სესია: 25 ივლისი - 12 აგვისტო;
  • F - სამკვირიანი სესია: 5 ივლისი - 22 ივლისი
  • 12W -თორმეტკვირიანი სესია: 23 მაისი -12 აგვისტო

 

სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ზემოთ ჩამოთვლილი, მის მიერ შერჩეული სესიის ფარგლები დარეგისტრირდეს სასურველ კურსზე. რეგისტრაციის საფასური გახლავთ $25.

 

ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს, ვინაიდან, სესიის ღირებულების კალკულაცია ხდება სტუდენტის მიერ არჩეული კურსების რაოდენობის მიხედვით.   



განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ყველა სტუდენტი, რომელიც პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, უნდა იყოს აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. აპლიკაციის პროცესში, აუცილებელია ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა. დეტალური ინფორმაცია ვაქცინაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გათავისუფლებულნი არიან საერთაშორისო მომსახურების საფასურისგან (International Service Fee), რომელიც შეადგენს 400 აშშ დოლარს. იმისათვის, რომ ისარგებლოთ აღნიშნული შეღავათით, აუცილებელია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოთ კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება. 


ამასთან, პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფი გამართავს LIVE საინფორმაციო სესიებს, რომელზე დარეგისტრირებაც შეგიძლიათ მოცემული ბმულის საშუალებით, 24 მარტამდე.


განაცხადის შეტანის ვადებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს. 



დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის საინფორმაციო ბროშურას, ან/და დაუკავშირდეთ კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summer@berkeley.edu

აქვე გიზიარებთ ელექტრონული განაცხადის შევსების ვიდეო- ინსტრუქციას.

 


მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე  განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად  გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 



გისურვებთ წარმატებას!