ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2023-2024 აკადემიური წლის ფარგლებში.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
პროგრამაში შემოთავაზებულია ექვსი სხვადასხვა თემა:
- საკმარისობის ეკონომიკის ფილოსოფია(SEP);
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
- სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება;
- კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი საკითხები;
- წრიული ეკონომიკის მოდელი;
- სხვა მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებული თემები.
მოცემულ კატეგორიებში გაერთიანებულია ოცამდე კურსი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.
დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა მუშაობდეს სამთავრობო სექტორში ან შერჩეული თემის შესაბამის დარგში.
- უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის დიპლომი ან პროფესიონალური გამოცდილება შერჩეული თემის შესაბამის დარგში.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- უნდა იყოს 45 წლამდე, უნდა ჰქონდეს კარგი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა, არ დაიშვებიან ორსულები.
სააპლიკაციო პროცესი:
თავდაპირველად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია.
ონლაინ აპლიკაციის შევსების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან იმ სამთავრობო სექტორთან სადაც აპლიკანტი მუშაობს, ოფიციალურად დანომინირებისთვის უნდა გადაიგზავნოს შემდეგი დოკუმენტების ორიგინალი ვერსიები:
- სააპლიკაციო ფორმა;
- სამედიცინო დასკვნა;
- ბაკალავრიატის ნიშნების ფურცელი;
- ბაკალავრიატის დიპლომი;
- სარეკომენდაციო წერილი მინიმუმ 2 პიროვნების მიერ დაწერილი;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი;
თვიური ფინანსური ანაზღაურება:
- საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის: 7000 ტაილანდური ბატი
- განთავსების ხარჯებისთვის: 7000-9000 ტაილანდური ბატი
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 31 ივლისი, 2023.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tipp@mfa.go.th
გისურვებთ წარმატებას!