ტრენინგი კომუნიკაციის საკითხებზე - AUF

6 ნოემბერი 2023

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF), 13, 14, 15 ნოემბერს ატარებს ტრენინგს კომუნიკაციის საკითხებზე.

 

ტრენინგზე მოწვეულია ფრანგი ტრენერი, იმენ კანჩელი.


მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ენას B1-B2 დონეზე.

 

ტრენინგის თემატიკა:

 

  • კომუნიკაციის პროცესი;
  • არავერბალური კომუნიკაცია;
  • არაძალმომრეობითი კომუნიკაცია;
  • პუბლიკის წინაშე გამოსვლა;
  • წარმატებული გასაუბრება;
  • როლური თამაშები.

 

მონაწილეობის მსურველმა დაინტერესებულმა პირებმა მეილზე IR@cu.edu.ge უნდა გაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

 

  • სახელი;
  • გვარი;
  • ელექტრონული მისამართი;
  • ფაკულტეტი.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 ნოემბერი, 24:00 საათი.

 

გისურვებთ წარმატებას!