ტუშას უნივერსიტეტის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა პოსტდოქტორანტებისთვის

2 სექტემბერი 2021

 


გაცნობებთ, რომ ტუშას უნივერსიტეტი (UNITUS) აცხადებს  SeedTalent-ის კვლევით სასტიპენდიო პროგრამას პოსტდოქტორანტებისთვის (სულ, 8 სტიპენდიანტი), რომლის მიზანია ტალანტების მოზიდვა, ხელშეწყობა და სტიპენდიის ფარგლებში კვლევების დაფინანსება ტუშას უნივერსიტეტში.

 

კვლევითი სტიპენდია გაიცემა ევროპული კვლევების საბჭოს შემდეგ დარგებში: (LS – Life Science; SH – Social Sciences and Humanities; PE – Physical Sciences and Engineering). მკვლევრებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ UNITUS– ში კვლევის პირველ წელს, შესაძლებლობა ექნებათ დამატებით კიდევ ერთი წლით მოიპოვონ სტიპენდია.

 

კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 12 თვე.

 

სტიპენდიის წლიური ოდენობა - 25,000 ევრო.

 

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პოსტდოქტორანტებს, რომელთაც ხარისხი მიენიჭათ არაუგვიანეს 6 წლისა განაცხადის წარდგენამდე.

 

აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი და ატვირთონ ყველა მოთოხვნილი დოკუმენტი, რომელსაც იხილავთ ბმულზე არაუგვიანეს 2021 წლის 4 ოქტომბრისა (ცენტრალური ევროპის დროით 23:59).

 

გთხოვთ, იხილეთ დანართი ფაილი.

 

საკონტაქტო პირი - Ms. Sonia Castellucci, email: ricerca@unitus.it

 

 

წარმატებებს გისურვებთ!