ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, 2021

26 მარტი 2021

ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (Vilnius Kolegija University of Applied Sciences) ეკონომიკის ფაკულტეტი იწვევს სტუდენტებს  წლიურ საერთაშორისო სტუდენტურ-პრაქტიკულ კონფერენციაზე „ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი_2021“ მონაწილეობის მისაღებად.

 

კონფერენცია გაიმართება 22 აპრილს ონლაინ, Microsoft Teams-ის მეშვეობით.

 

კონფერენციის თემატიკებია:

 

  • მენეჯმენტის მეცნიერებასა და ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევები ლიეტუვასა და მსოფლიოში;
  • ეკონომიკური განვითარების ტრენდი ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში;
  • მდგრადი განვითარება ცვალებად ბიზნეს გარემოში;
  • ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელება;
  • შესაძლებლობები და საფრთხეები საკუთარი ბიზნესის შექმნისას;
  • ეკონომიკური დიგიტალიზაციის გამოწვევები;
  • მეწარმეობისა და შემოქმედებითობის პრომოუშენი;
  • ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ინოვაციების გამოყენება ბიზნესში;
  • პერფორმანსის ანალიზი კომპანიებში;
  • ტექნოლოგიურ, ბიოსამედიცინო, ინჟინრულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული საკითხები.

 

მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 12 აპრილამდე.

 

ნაშრომთან დაკავშირებული მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე

 

სრული ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა არის 12 აპრილი, 2021 წელი ელექტრონულ მისამართზე smd@ekf.viko.lt.

 

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს ელექტრონულ მისამართზე smd@ekf.viko.lt

 

წარმატებას გისურვებთ!