ზამთრის სასწავლო ვიზიტი 2023 - აჯმანის უნივერსიტეტი

20 ოქტომბერი 2023

აჯმანის უნივერსიტეტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (Ajman University, UAE) აცხადებს მიღებას პროგრამაში „ზამთრის სასწავლო ვიზიტი 2023“ (Winter Study Tour 2023) მონაწილეობის მისაღებად. 

 

პროგრამის ძირითადი თემა: მდგრადი განვითარების მიზნები.

 

სასწავლო ტურის ფარგლებში დაგეგმილია სესიები მოცემულ თარიღებში:

 

  • 2024 წლის 7-13 იანვარი;
  • 2024 წლის 28 იანვარი - 3 თებერვლის ჩათვლით.

 

სასწავლო ვიზიტის ძირითადი მიმართულებებია: ბიზნესი, ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და არქიტექტურა. პროგრამა მოიცავს ლექციებსა და ვიზიტებს წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებსა და ცენტრებში.

 

პროგრამის საფასური შეადგენს 850 აშშ დოლარს.

 

2023 წლის 5 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლებით. (750 აშშ დოლარი მონაწილეზე).

 

პროგრამის საფასურში არ შედის ფრენის ბილეთი.

რეგისტრაციის საბოლო ვადა: 2023 წლის 5 დეკემბერი.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს ან იხილოთ ბროშურა.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ საკონტაქტო მეილზე: international@ajman.ac.ae

 

გისურვებთ წარმატებას!