Virtual Winter University Program at Hochschule Darmstadt

18 ნოემბერი 2020

ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტი, Hochschule Darmstadt University of Applied Sciences, აცხადებს მიღებას ონლაინ ზამთრის პროგრამაზე შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ციფრული საზოგადოება;
  • საერთაშორისო მარკეტინგი და გაყიდვები. 

 

პროგრამით გათვალიწინებულია დისტანციული ლექცია/სემინარები, აგრეთვე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ გერმანული ენის ცოდნა ან დაიწყონ მისი შესწავლა ინტენსიური ლექციების ფარგლებში.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ:

 

  • შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე;
  • განაცხადში მოთხოვნილი დოკუმენტები ატვირთოთ PDF ფორმატში.
  • განაცხადის ხელმოწერილი ვერსია გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:wup.int@h-da.de

 

პროგრამის საფასური შეადგენს 900 ევროს, თუმცა კავკასიის უნივერსიტეტიდან შერჩეულ 4 სტუდენტს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში.

 

იმისათვის, რომ აღნიშნული სტიპენდიით ისარგებლოთ, გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ არა უგვიანეს 27 ნოემბრისა, აგრეთვე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში გვაცნობოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: ir@cu.edu.ge, იმისათვის რომ მოვახდინოთ თქვენი კანდიდატურის ნომინირება. 



პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.