მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი აცხადებს კონკურსს 2022 წლის მსოფლიო ბანკის ახალგაზრდულ სამიტზე მონაწილეობისთვის.
2022 წლის სამიტის მთავარი თემაა: „ინკლუზიურობის შესაძლებლობების განვითარება სამართლიანი ზრდისთვის “. კორონა ვირუსის პანდემით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, კონკურსი ჩატარდება ჰიბირდულ ფორმატში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის პირებს ან გუნდებს, რომელთა წევრების რაოდენობა არ აღემატება 5-ს. მონაწილეებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ინოვაციური პროექტი, რომელიც მიმართული იქნება გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშეწყობისკენ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
სააპლიკაციო პროცესის წარმატებით გადალახვის შემდეგ, კონკურსის ფინალისტები შეუერთდებიან 2022 წლის მსოფლიო ბანკის ახალგაზრდულ სამიტს, რომელიც მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში, ვაშინგტონში გაიმართება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივ ფინანსდება მოგზაურობის ხარჯები, ხოლო სასტუმროში მაქსიმუმ 3 დღით განთავსების ხარჯი, გუნდის შემთხვევაში, დაუფინანსდება მხოლოდ გუნდის ერთ წევრს. ამ შემთხვევაში, გუნდის დანარჩენი წევრები კონკურსში მონაწილეობას ვირტუალური პლატფორმის საშუალებით მიიღებენ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 მარტი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამიტის ორგანიზატორებს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: youthsummit@worldbank.org
გისურვებთ წარმატებას!