ზამთრის სკოლა 2023, იშტეს ბიზნესის სკოლა, პორტუგალია

30 სექტემბერი 2022

 

იშტეს ბიზნესის სკოლა, პორტუგალია (Iscte Business School, Portugal) გიწვევთ ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2023 წლის 4-21 იანვარს, ლისაბონში.

 

კურსი: Cross Cultural Communication and Negotiation

 

პროგრამის ღირებულება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გახლავთ 1000 €. ღირებულება მოიცავს:

 

  • კურსის საფასურს;
  • კურსის მასალებს;
  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, კომპიუტერების ლაბორატორიებისა და სხვა სივრცეების გამოყენებას;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათს ლისაბონში; 
  • მისასალმებელ ლანჩსა და გამოსამშვიდობებელ სესიას;
  • ნიშნების ფურცელს ან სერტიფიკატს.

 

პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები.

 

სააპლიკაციო პროცესი წარიმართება ორ ეტაპად:

 

I ეტაპი: ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება (ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ოქტომბრის ბოლომდე)

II ეტაპი: რეგისტრაცია უნივერსიტეტის პლატფორმაზე Fénix და პროგრამის საფასურის გადახდა (ეს ეტაპი დაიწყება პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ნოემბერში)



გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ, რათა შესაბამის სკოლასთან კომუნიკაციის გზით, მოხდეს პროგრამული შესაბამისობის დადგენა.

 

სააპლიკაციო პროცესის, აპლიკაციის გაუქმების პოლიტიკისა და კურსის სილაბუსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ფაილი.



კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt

 

გისურვებთ წარმატებას!