კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა AUF-ის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

24 სექტემბერი 2026

18 სექტემბერს, რუმინეთში, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტში (POLITEHNICA of Bucharest), ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა ესწრებოდა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები AUF-ის 2026 - 2029 წლების სტრატეგიის, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო საუნივერსიტეტო ალიანსების, მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ხელშეწყობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის შესახებ.

 

ირენა მელუა მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა პანელში რეგიონული დიალოგი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისთვის“, სადაც მან წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტის გამოცდილება და უნივერსიტეტში განხორციელებული ინიციატივები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერის მიმართულებით.

 

პანელში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის, რუმინეთის, საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს ინსტიტუციური გამოცდილება მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით.

 

კონფერენციამ გააერთიანა AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები და შექმნა სივრცე რეგიონში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხილვისთვის.