კავკასიის უნივერსიტეტი NAFSA -ის ყოველწლიურ კონფერენციაზე

3 ივნისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – National Association of International Educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან დიეგოში, გაიმართა.

 

კონფერენციაში კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სამუშაო შეხვედრები როგორც არსებულ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე ახალ პოტენციურ პარტნიორებთან, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით.

 

მათ შორის, გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი ინიციატივებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განვითარებაზე.

 

საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA) ყოველწლიური გამოფენა-კონფერენცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, ცნობადობისა და გლობალურ აკადემიურ სივრცეში პოზიციონირების ზრდას.