კავკასიის უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას, ასევე კვლევითი და ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.
თანამშრომლობა მოიცავს კიბერუსაფრთხოების, არქიტექტურისა და მედიცინის მიმართულებების გაღრმავებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება ინოვაციების და მდგრადი განვითარების მიმართულებით, მათ შორის ჰაკათონებისა და სხვადასხვა პროექტის ორგანიზება.
პარტნიორობის გაღრმავების ინიციატორია ბატონი ვიქტორ ყიფიანი, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, რომელიც მხარს უჭერს კავკასიის უნივერსიტეტსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
არიელის უნივერსიტეტი ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებით.