კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

4 მარტი 2019

4-8 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის პროექტის ფარგლებში, კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) კიდევ ერთ მოწვეულ ლექტორს, ანა ადამუს-მათუზინსკას უმასპინძლა.

 

მობილობის ფარგლებში ლექტორმა კავკასიის მედიის სკოლისა დაჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა თემაზე: საზოგადოებასთან ურთიერთობა.