კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

27 თებერვალი 2023

გაეროს უნივერსიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ  ტშიილიძი მარვალას ინიცირებით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

 

დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს, იოჰანესბურგის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლეტოკვა მპედიმ პირადად დააჯილდოვა კახა შენგელია გლობალური წარმატებისა და მიღწეული შედეგებისთვის.

 

,,CU-ის პრეზიდენტს გადავცემთ ჯილდოს განსაკუთრებული ერთგულების, გლობალური უმაღლესი განათლების მსოფლიო ხედვის გაღრმავებისთვის, ასევე განათლების მეშვეობით მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის’’ - აღნიშნა იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა იოჰანესბურგის უნივერსიტეტს და მის წარმომადგენლებს აღიარებისათვის, აგრეთვე ისაუბრა სამომავლო სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი იოჰანესბურგის უნივერსიტეტთან ერთად განახორციელებს.