კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა, კლერმონტის ბიზნესის სკოლის მიწვევით აკადემიურ გლობალურ კვირეულში მონაწილეობდა.
ვიზიტის აკადემიური ნაწილის ფარგლებში გაუძღვა ინტენსიურ კურსს, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მარკეტინგი სხვადასხვა კულტურასა და პლატფორმაზე, კულტურათაშორისი მომხმარებელთა ქცევა და გლობალური ბრენდინგი, ასევე სხვა აქტუალური საკითხები საერთაშორისო მარკეტინგისა და მომხმარებელთა ქცევის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ აკადემიური პროგრამის გარდა, ელენე ჯღარკავა სხვადასხვა პროფესიულ აქტივობაში მონაწილეობდა 10 ქვეყნის პროფესორებთან ერთად. შეხვედრების ფარგლებში სხვადასხვა ფორმატში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი აკადემიური ინიციატივები და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა კლერმონტის ბიზნესის სკოლასთან 2016 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე უნივერსიტეტი არის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის NIBES-ის წევრი. აღნიშნული ასოციაცია აერთიანებს 21 ქვეყნის 21 წამყვან ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლას და მიზნად ისახავს წევრ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური გაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და საერთო აკადემიური პროგრამების განვითარები.
