6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სომხეთი (Eurasia International University), საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დირექტორს, ფარსა მაკჯეიკობს უმასპინძლა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა და დაგეგმეს აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავებას და სტუდენტების სემესტრულ გაცვლით პროგრამასა და სხვა და სხვა ტიპის მოკლევადიან პროგრამებში ჩართულობას.
შეხვედრა, ტრადიციულად, კამპუს ტურით დასრულდა, რომელმაც სტუმარს შესაძლებლობა მისცა ეცნობებოდა კამპუსში არსებულ კვლევით ცენტრებსა და სერვისებს.