ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური ასამბლეა

14 აპრილი 2023

13-14 აპრილს, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და კონფერენცია ლოზანის უნივერსიტეტში (შვეიცარია) გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, სოფიო შენგელია.

კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ ,, იურიდიული განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები''. ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა, სამართლის სკოლების როლი კლიმატის ცვლილებებში, ინტერდისციპლინარული და შედარებითი იურიდიული განათლება და სხვ.

 

აღსანიშნავია, რომ გენერალურმა ანსამბლეამ სესიაზე მხარი დაუჭირა იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ახალ პრეზიდენტად ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორის, რუიზ აბუ-ვიგნ ვერონიკას (Ruiz Abou-Nigm Veronica) არჩევას.

 

ანსამბლეამ განიხილა ორგანიზაციის სამომავლო განვითარების საკითხები, განახლდა მმართველი საბჭოს შემადგენლობა და დამტკიცდა მომავალი წლის ბიუჯეტი.


აღსანიშნავია, რომ კავკასიის სამართლის სკოლა წევრის სტატუსით ორგანიზაციას 2008 წლიდან შეუერთდა, თავის მხრივ ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე სამართლის ისეთ ფაკულტეტებს წარმოადგენს, რომლებიც იურიდიულ საგანმანათლებლო და სატრენინგო პროცესებში არიან ჩართულნი.