Erasmus+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში

10 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება ერაზმუს+ დღეებს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით,  9-14 ოქტომბერს აღინიშნება.

 

ერაზმუს+ დღეებთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, რათა მათში ამაღლდეს ცნობიერება პროგრამისა და შემოთავაზებული დაფინანსებული მობილობების შესახებ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ლიდერია კერძო უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით საქართველოში. უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროგრამაში და ევროკომისიის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს მობილობებს, ინსტიტუციონალური განვითარების, ჟან მონესა და ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს.

 

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი გახლავთ 74 ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორი 23 ქვეყანაში. ასევე, უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს:

 

  • 10 ინსტიტუციონალური განვითარების (CBHE) პროექტს;
  • 9 ჟან მონეს პროექტს (JM).