იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2022-2023 აკადემიური წლისთვის

19 მაისი 2022

 

გაცნობებთრომ იტალიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლისთვისშემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მაგისტრატურა
  • დოქტორანტურა
  • ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის კურსები
  • კვლევითი პროექტები
  • იტალიური ენისა და კულტურის კურსები

 

სტიპენდიის ოდენობა თვეში 900 ევრო (ხანგრძლივობა: 6-9 თვე)



სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 18-დან 40 წლამდე კონკურსანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ მოთხოვნებს.

 

აუცილებელი წინაპირობები:

  • ბაკალავრიატის დიპლომი/მაგისტრატურის დიპლომი
  • ჩარიცხვის წერილი იტალიური უნივერსიტეტიდან
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • იტალიური ენის A2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მხოლოდ იტალიური ენისა და კულტურის კურსისთვის)

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ  ბმულს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი მხოლოდ STUDY IN ITALY პორტალის მეშვეობით.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 ივნისი.