ლეიდენის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

12 ივლისი 2022

12 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ლეიდენის უნივერსიტეტის (Leiden University, Netherlands) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს უმასპინძლა.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში,  სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლექცია თემაზე: „საქართველოს პოლიტიკური ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა’’, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ცხადაია.

 

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები სალექციო თემასთან დაკავშირებით და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია  მათთვის საინტერესო საკითხებზე.  ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები არსებული გამოწვევების შესახებ.

 

ვიზიტის ბოლოს, სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს და გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და  პრაქტიკულ სივრცეებს.