ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და IQS მენეჯმენტის სკოლასთან, ესპანეთი

25 თებერვალი 2023

კავკასიის უნივერსიტეტსა და IQS მენეჯმენტის სკოლას, ესპანეთი, (IQS School of Management, Spain) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, გაცვლითი ხელშეკრულება გაფორმდა IQS მენეჯმენტის სკოლასა და კავკასიის ბიზნესის სკოლასთან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის მიზნთ.

 

IQS მენეჯმენტის სკოლა ესპანეთში პირველი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც 1916 წლიდან ფუნქციონირებს და  სტუდენტებს სთავაზობს ექსპერიმენტარულ და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს წამყვან სასწავლო მიმართულებებზე.  IQS არაერთი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტია, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ფლობს AACSB აკრედიტაციას, ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, Financial Times-ის 2021 წლის რეიტინგშია.