ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

2 ნოემბერი 2023

1-ელ ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, როი ალისონი (Roy Allison) ეწვია, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ უმასპინძლეს. 



ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტების ძირითად მიღწევებზე, ასევე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე. 

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და კონფერენციების განხორციელების შესაძლებლობებზე, აგრეთვე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის სამუშაო/სასწავლო ვიზიტების დაგეგმვაზე.



აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის წმინდა ენტონის კოლეჯი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სიღრმისეულად იკვლევს კავკასიის რეგიონს,აგრეთვე არსებობს არაერთი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს  ქართული ენის, ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის შესწავლას.