პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში.

17 ივნისი 2024

13-17 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, პოლონეთი (Sopot University of Applied Sciences, Poland) წარმომადგენლებს Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის როგორც სტუდენტების, ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.