24-25 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრები გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.
2025 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, ავსტრია, პოლონეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი და თურქეთი.
შეხვედრების მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.