პროფესორ მაქსიმ იავიჩის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთი

15 ნოემბერი 2022

17-21 ოქტომბერს, ლილის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორს, მაქსიმ იავიჩს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში,  ლექციები დაიგეგმა გამოყენებით კრიპტოგრაფიაში ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. ასევე, სამუშაო შეხვედრა შედგა კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გაბრიელ ჩენებერტთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტებში მოქმედ პროგრამებთან დაკავშირებით.

 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია საფრანგეთში. აღსანიშნავია, რომ არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.