ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

11 ივლისი 2025

7-11 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის, პოლონეთი, პოლიტიკური მეცნიერების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებს-დეკანს, შიმონ ოსოვკის, ვიცე-დეკანს პროექტებისა და საერთაშორისო პარტნიორობის მიმართულებით, აგნეშკა სტეპინსკას და ვიცე-დეკანს სასწავლო პროცესში, არტურ პოლს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა შეაჯამეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა და განხორციელებული აქტივობები. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ასევე გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, სიახლეებისა და მიღწევების შესახებ.

 

გაცნობითი შეხვედრა შედგა ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან, დავით ნატროშვილთან, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან ეკა აკობიასთან და მედიის სკოლის ასოცირებულ პროფესორთან, მაკა ჩიჩუასთან. 

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთში. აღნიშნული პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტში.