19-23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში, როვირა და ვირგილის უნივერსიტეტის, ესპანეთი, ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენლებს - ოსკარ სალადიე ბორრაზს და სალვადორ ანტონ კლეივს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
მოწვეული პროფესორებისთვის, სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან, რომლებსაც უმასპინძლეს ლექტორებმა: ნატო რობიტაშვილმა და თორნიკე ფურცელაძემ. დამატებით ასევე გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სკოლის დეკანთან - დიკო კოპალეიშვილთან.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, როვირა და ვირგილის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია ესპანეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.