საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

23 სექტემბერი 2021

 21-22  სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ DAAD საქართველოს რეგიონული ოფისის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორები ნინო ანთაძე და თამარ ლაცაბიძე.

 

შეხვედრების მსვლელობისას აუდიტორიამ 2022-2023 აკადემიური წლისთვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

 

შეხვედრები დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომელშიც სტუდენტები და ლექტორები აქტიურად იყვნენ ჩართულები.