საინფორმაციო შეხვედრა პოლონეთში დაგეგმილი ტექნოლოგიური სამიტის შესახებ

14 ოქტომბერი 2021

12 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა   პოლონეთის Perspektywy საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებს კაზიმირჟ ბილანოვსა(Kazimierz Bilanow) და  იულია ლისიკის (Julia Łysik) უმასპინძლა.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისთვის, შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ 2022 წელს დაგეგმილი სამიტი-,,Perspektywy Women in Tech'', რომელშიც მონაწილეობას შეძლებენ სტუდენტი გოგონები და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე მეცნიერი ქალები.

 

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა პასუხის სესიით დასრულდა.