შეხვედრა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებთან

8 მარტი 2022

7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის ორგანიზებით, ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის, საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.

 

მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული რეგულაციებისა და მოქმედი შინაგანაწესის შესახებ. ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქოლოგიის, მედიცინისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ანგოლა, ნიგერია...

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა Q/A სესია, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საუნივერსიტეტო  პროცესთან დაკავშირებით.