შეხვედრა გაცვლითი პროგრამის უცხოელ სტუდენტებთან

5 სექტემბერი 2022

 

3 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს CU კამპუსში უმასპინძლა.

 

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ავსტრიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესტონეთისა და უკრაინის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, 2022 შემოდგომის სემესტრს კავკასიის უნივერსიტეტში გაატარებენ.

 

შეხვედრის მიზანს სტუდენტების CU კამპუსისა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისების გაცნობა წარმოადგენდა.  სტუდენტები ასევე შეხვდნენ სტუდენტური სამსახურის წარმომადგენელს.