კავკასიის უნივერსიტეტმა 19-25 მაისს, მაზოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლონეთი, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს, იაკუბ ვოტალას უპასპინძლა. ვიზიტი დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზებით.
მობილობის ფარგლებში სტუდენტისთვის დაიგეგმა გაცნობითი შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. შეხვედრაზე სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა მიეღო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
მობილობის განმავლობაში სტუდენტს სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ახალაიამ. კონსულტაციების ფარგლებში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რაც სტუდენტს დაეხმარა კვლევის მიმართულებების დახვეწაში.
