პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 ივლისი 2023

27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტების: იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა (University of Johannesburg, South Africa) და ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის, ყაზახეთი (Almaty Management University, Kazakhstan) დელეგაციებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებთან, კერძოდ: იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერთან (რექტორი) ლეთჰლოკვა ჯორჯ მპედისთან (Letlhokwa George Mpedi), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმასრულებელ დეკანთან   პროფესორ კამილა ნაიდოსთან, (Prof. Kammila Naidoo, Dean of the Faculty of Humanities) ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს უფროსთან, პროფესორ ილვა როდნი-გუმედესთან, (Prof. Ylva Rodny-Gumede, Head of the Division for Internationalisation) უფროს აღმასრულებელ დირექტორთან, დოქტორ ნოლიტა ვუკუზასთან,(Dr. Nolitha Vukuza, Senior Executive Director) და ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის, პრეზიდენტთან ასილბეკ კოჟახმეტოვთან (Dr.Assylbek Kozhakhmetov) და ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი.ალტინსარინის განათლების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან პროფესორ თაკირ ბალიკბაევთან, (Prof. Takir Balykbaev, the President of the I. Altinsarin National Academy of Education of the Ministry of Education and Science of the Republic of Kazakhstan,)  შეხვედრა გაიმართა.

 

პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციებთან გამართულ შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია და აღნიშნული დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, როგორც თანაშრომლობის პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

 

ვიზიტისას პროფესორმა ლეთლჰოკვა ჯორჯ მპედიმ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიის ეთიკური და სამართლებრივი შედეგების შესწავლა”, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის, როგორც სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტთან (2019 წელი) და იოჰანესბურგის უნივერსიტეტთან (2022 წელი) თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.