საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 დეკემბერი 2025
18 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, წარმომადგენლებმა ჰუგო დებრუაზი ( Hugo Debroise) და  ქლოე ჩევენე (Chloe Chevenet), კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანს, ელენე ჯღარკავას, პროფესორ ვახტანგ ფარცვანიას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტეის დირექტორს, ქეთი კარბაიას. 

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები, არსებული გამოცდილებები და პოტენციური სამომავლო მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ბიზნესის  და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით კვლევების განხორციელების პერსპექტივებს, მათ შორის საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო ურთიერთობების კონტექსტში.