პარტნიორი უნივერსიტეტების წამომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

24 ივნისი 2025

16-20 ივნისის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

მობილობები განხორციელდა როგორც ერაზმუსის ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გაცნობითი შეხვედრები შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა როვირა და ვირგილის უნივერსიტეტის, ესპანეთი, მედიის ფაკულტეტის წარმომადგენელს ოსკარ ფერე ბორონატსა და გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი, ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენელს, მაგდალენა მარკიევიჩს. აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კოიმბრას უნივერსიტეტიდან, პროფესორ კარლოს კარდოსო ფერეირასა და სიბიუს ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტის ლექტორისთვის, რუმინეთი, დუმიტრუ ტროანკასთვის დაიგეგმა სალექციო საათები კავკასიის ტურიზმის სკოლაში. მოწვეულ პროფესორებს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის ამავე სკოლის ლექტორებმა, თორნიკე ფურცელაძემ და გრიგოლ ჯულუხიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.