სიახლეები

05
მაი
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის ვიზიტი პარტნიორი უნივერსიტეტიდან

კავკასიის უნივერსიტეტმა 21-30 აპრილს, პავოლ ჯოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტის სლოვაკეთი, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს, იგნაკ ბროშს უპასპინძლა. ვიზიტი დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ორგანიზებით.

04
მაი
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია IAUP ნახევარწლიურ შეხვედრაზე ვილნიუსში

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა IAUP-ის 2026 წლის ნახევარწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რომელიც 2026 წლის 29 აპრილი-1 მაისს, მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში(ლიეტუვა, ვილნიუსი) გაიმართა.

30
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტს ესტუმრნენ (ლიეტუვა, ვილნიუსი).  შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მათ შორის ვიცე-რექტორთან კვლევის მიმართულებით, ასოცირებულ პროფესორ დოქტორ ჰელგა მარია კაუზონესთან და პროფესორ იოლანტა ზაბარსკაიტესთან.

 

30
აპრ
საჯარო ლექცია თემაზე - ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში

29 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა კიდევ ერთი საჯარო ლექცია თემაზე - “ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში.”

29
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ლიეტუვაში

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ვიცე-პრეზიდენტებს ხატია გოგლიძესა და ირენა მელუას ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ რიმვიდას პეტრაუსკასმა უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტში.

28
აპრ
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და გენუის უნივერსიტეტს შორის

კავკასიის უნივერსიტეტსა და გენუის უნივერსიტეტს, იტალია, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

28
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კაუნასის კოლეჯში

კავკასიის უნივერსიტეტსა და კაუნასის კოლეჯს შორის პარტნიორობა 2014 წლიდან იწყება და მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას აკადემიური გაცვლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.

21
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალურ ასამბლეაზე

კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, მონაწილეობა მიიღო ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 16 - 17 აპრილს სტამბულში გაიმართა.

 

02
აპრ
საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

1 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფრანგული ინსტიტუტისა და Campus France-ის წარმომადგენლებს, აგრეთვე საფრანგეთის წამყვან ბიზნესის, ტურიზმისა და დიზაინის უნივერსიტეტებს უმასპინძლა.

31
მარ
შეხვედრა კომპანია Amadeo-ს წარმომადგენლებთან

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა კომპანია Amadeo-ს წარმომადგენლებთან თემაზე - „როგორ ფიქრობენ CEO-ები ფინანსურ გადაწყვეტილებებზე ტექნოლოგიურ ეპოქაში“.